LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

279
cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 19:19-დან 01:00 საათამდე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

იმოქმედეთ თანმიმდევრულად და გააზრებულად, აუცილებლად დაასრულეთ დაწყებული საქმეები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა კოლეგებთან თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად, ახლობლებთან უთანხმოების მოსაგვარებლად და ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ნაკლებად წარმატებული დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, არ ღირს ფინანსური გარიგების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმება, ბინის და სამსახურის შეცვლა, ხელმძღვანელებთან კამათი და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.

ჯანმრთელობა – გეომეგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ხორცი, რძის პროდუქტი და ტკბილეული. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და მოერიდეთ სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი და ბეჟი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი ასევე ბრილიანტი, მთის ბროლი და სერდოლიკი, ქარვა და სარდიონი გააძლიერებენ თქვენს შარმს და დადებითი კოსმიური ძალების  მიზიდვით გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიურად ჩაივლის დღე ლომის, სასწორის და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადოს კირჩხიბი, თხის რქა და თევზები.  ყურადღების გამოჩენა მართებს კუროს, მორიელის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რომელთა ნერვული სისტემა დღეს განსაკუთრებით დასუსტდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები