LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

272
მიხეილ ცაგარელი

გამოიჩინეთ სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული ერთი შეხედვით სარფიანი საქმე  მომავალში მსხვილი ზარალის მომტანი აღმოჩნდეს. მოერიდეთ საეჭვი გარიგებებს და დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო-კვლევითი და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ შესაძლებლობებში გასარკვევად, ცხოველების, ავტომობილის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად, ნაკლებად გაამართლებს სესხის ასაღება, მოგზაურობა და საცხოვრებლის შესაცვლა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. დროებით შეიკავეთ თავი ცხარე საკვების მიღებისგან, არაა რეკომენდირებული რენტგენის გაკეთება და სხვივური თერაპიის ჩატარება, თუმცა სასიკეთო დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი და მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ქრიზოპრაზი და ამეთვისტო, იასპი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – წარმატებები ელით კუროს, მორიელს და თევზებს, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ ტყუპები, ლომი, სასწორი და მშვილდოსანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები