LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1047
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 05:00 საათამდე გაგრძელდება, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ავარიების მიზეზი.

მფარველი ანგელოზის – თეთრი მთვარის სელენას შვიდი თვით ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევების წარმატებით ჩატარებას, მნიშვნელოვან ცვლილებებს პედაგოგიურ და საბანკო სფეროში, საინჟინრო, ტექნოლოგიების, სამედიცინო და ფარმაკოლოგიური  უნარების განვითარებას. ადამიანებში მოიმატებს დისციპლინა და შრომისუნარიანობა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კოლეგიალური ურთიერთობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობითვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ოპერაციის ჩატარებას დასუსტებულ გულსა და ხერხემალზე.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ლურჯი, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე ბრილიანტი, ქარვა და მთის ბროლი, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და მერწყულისთვის, პრობლემური იქნება დღე ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები