LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

334
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 13:37-დან 24:00 საათამდე, როცა მთვარის უარყოფითი ენერგია განსაკუთრებით მოადუნებს ადამიანთა ყურადღებას, მაქსიმალური   სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა არ შექმნან სახიფათო და ავარიული სიტუაციები.

საქმეების განმკარგველი, ენერგიის მმართველი პლანეტის – მარსის 9 ივლისამდე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ემოციურობას, მგრძნობიარობას და კირჩხიბისთვის ჩვეულ ინტუიციას, მეორეს მხრივ კი, აგრესიას, კომფლიქტურობას, ტყუილებისადმი და ფარულად მოქმედებისადმი მიდრეკილებას გააძლიერებს ადამიანებში. ბევრს გაუჩნდება შემოქმედებითი პოტენციალი გამოვლენის და ოჯახური ბიზნესის დაწყების სურვილი, თუმცა არაა გამორიცხული ამგვარი წამოწყება მხოლოდ კონფლიქტის მიზეზი გახდეს ნათესავებს შორის.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა გადადებული საქმეების დასასრულებლად, ნიშნობისა და ქორწინებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ტანსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია ნეგატიურად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე, რადგან გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. მეტი დაისვენეთ და ეცადეთ არ გადაიტვირთოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართეთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას, მოერიდეთ კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას, ალერგიული და ბიოდანამატებით გამდიდრებული პროდუქტის მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, აქვამარინი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს და გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჰოროსკოპის ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, სასწორისა და მშვილდოსნისთვის, უსიამოვნებები ელით კუროს, მორიელის და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები