LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

199
cagareli

სიყვარულის, სილამაზის და ხელოვნების მმართველი პლანეტის – ვენერას 9 ივნისამდე კუროს ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა პოზიტიურად აისახება ყველაზე და განსაკუთრებით ემოციურ, მგრძნობიარე ადამიანებზე. გაძლიერდება კომფორტის შექმნის სურვილი, შემოაქმედებითი ნიჭის და სილამაზის აღქმის უნარი, ბევრად სტაბილური გახდება სასიყვარულო ურთიერთობა, რადგან ეჭვიანობის და სიჯიუტის მიუხედავად, პარტნიორები მაინც შეძლებენ ერთგულების შენარჩუნებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა პრაგმატულად მოქმედებისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია შეაფერხებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობას, გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და თირკმელებს. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, ცისფერი და ბეჟი, ყვითელი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ფირუზი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ჰოროსკოპის ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კირჩხიბი, ქალწული და თხის რქა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები