LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 15 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

მზე მეტად ორგანიზებული და დისციპლინირებული, შეუპოვარი და მიზანდასახული თხის რქის, მთვარე კი, საოცრად ერთგული კუროს ზოდიაქოს ნიშანშია. ამიტომ, დღეს სწორედ ეს თვისებები იქნება პრიორიტეტული.

მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს და სარისკო მოქმედებებს, რაც მთავარია აკონტროლიეთ ხარჯები, რათა მოულოდნელად არ მოგიწიოთ ფინანსური პრობლემების გადაჭრა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სერიოზული, მნიშვნელოვანი პროექტების დასაწყებად და ძველი საქმეების დასასრულებლად, სასიყვარულო თავგადასავლებისა და ქორწინებისთვის, ახალი ნაცნობების შესაძენად, შემოქმედებითი საქმიანობისა და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისა და კაპიტალდაბანდებისთვის, მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის, პარფიუმერიის და კოსმეტიკის, შინაური ცხოველების, ავეჯისა და უძრავი ქონების შესაძენად.

ჯანმრთელობა – კარგი იქნება თუ კვების რაციონს მეტწილად ფაფით და ხაჭოთი, ხორცით და თევზით შეავსებთ. დასუსტდება ყელის არე და ენდოკრინული სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ლიმონისფერი და მწვანე, ცისფერი და ლურჯი, ასევე, აგატი და მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ამეთვისტო და ზურმუხტი დადებით კოსმიურ ენერგიებს მიიზიდავენ და გააძლიერებენ თქვენს მომხიბვლელობას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა თხის რქისა და თევზებისთვის, დაძაბული დღე ელის ვერძს და ტყუპებს, ლომს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები