LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 14 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

236945115-1

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 19:56-დან 22:32 საათამდე გაგრძელდება. მთვარის უარყოფითი ენერგია მოადუნებს ყურადღებას და გაზრდის ტრავმების, ავარიების საფრთხეს.

მოერიდოთ წესების დარღვევას, რადგან ვერ ასცდებით დაჯარიმებას, თავი შეიკავეთ კამათისგან, რაც აუცილებლად სერიოზული კონფლიქტის და გარშემომყოფებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება.

ნეგატიური ტენდენციების მიუხედავად, დღე სიურპრიზებით იქნება სავსე. ასე რომ, მოემზადეთ, რადგან ყველა იმ საჩუქარს მიიღებს, რასაც იმსახურებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა გადაუდებელი საქმეების დასასრულებლად და ხელმძღვანელებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, მოგზაურობისთის, ტანსაცმლის და ავეჯის, სპორტული და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად იღბლიანი დღეა ქორწინებისთვის, ფინანსური ოპერაციებისა და კაპიტალდაბანდებისთვის, ხელშეკრულებების გასაფორმებლად და სტომატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია თავის ტკივილის, უგუნებობის და გაღიზიანების მიზეზი გახდება. სასიკეთო დღეა სუნთქვითი ვარჯიშების, არომათერაპიის ჩასატარებლად. თუმცა დასუსტდება თავის არე, სისხლძარღვთა სისტემა და გრძნობის ორგანოები, განსაკუთრებით ცხვირის ზონა. დროებით უარი თქვით ყავაზე, ჩაისა და ალკოჰოლურ სასმელებზე, მიირთვით ბოსტნეული, უცხიმო თევზი და ფრინველის ხორცი.

სიზმრები – სამწუხაროდ, მხოლოდ ცუდი სიზმრები ახდება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი. ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი, ძოწი და ფირუზი.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად სასიამოვნოდ ჩაივლის დღე ქალწულისა და მორიელისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები