მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან მაღალია აურის დაბინძურების და თვალის აღების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაფორმებლად, უცხოელებთან კონტაქტისა და საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად, მოგზაურობისა და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად, ვარჯიშისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად. არ ღირს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის უარყოფითი ენერგია ნეგატიურად აისახება გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით, თევზით და რძის პროდუქტით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს, მოერიდეთ გარუჯვას და მზის აბაზანების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, იისფერი და ცისფერი, ასევე ფირუზი, საფირონი, სერდოლიკი, იასპი და ლაზურიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მომხიბვლელობას, დადებითი კოსმიური ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსა და მერწყულისთვის, უსიამოვნებებისთვის უნდა ემზადონ კურო, კირჩხიბი და ქალწული.

მსგავსი თემები