LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 13 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

თავი შეიკავეთ სულსწრაფი მოქმედებების, დაუფიქრებელი გამონათქვამებისგან და რადგან მაღალია დაჯარიმების ალბათობა, უმჯობესია მოერიდოთ წესების დარღვევას. არ ღირს არც გარშემომყოფებთან კამათი და დაპირისპირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა გადაუდებელი საქმეების დასასრულებლად, მოგზაურობისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ქორწინება, ხელშეკრულებების გაფორმება და კაპიტალდაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია თავის ტკივილის, ატერიული წნევის მომატების და გაღიზიანების მიზეზი გახდება. ამასთანავე, გაიზრდება ინფექციური დაავადებებით დასნეულების საფრთხე. დასუსტდება სისხლძარღვთა სისტემა, თავის არე და სუნთქვის ორგანოები, განსაკუთრებით ცხვირის ზონა.  გაამდიდრეთ კვების რაციონი რძის პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ლურჯი და ცისფერი. წითელი იასპი, ლალი და იაგუნდი, ალმასი და ფირუზი.

სიზმრები თქვენს მომავალ წარმატებას იწინასწარმეტყველებენ.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად სასიკეთო იქნება დღე კუროსა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები