LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

236945115-1

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 12:00 საათამდე გაგრძელდება, მთვარის უარყოფითი ენერგია ყურადღებას მოადუნებს და გაზრდის ტრავმებისა და ავარიების საფრთხეს.

ნუ აჰყვებით საეჭვო შეთავაზებებს და ნუ გასცემთ დაპირებებს, რომელთა შესრულება გაგიჭირდებათ, უმჯობესია იზრუნოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებაზე. მოერიდეთ წესების დარღვევას, რადგან ვერ ასცდებით დაჯარიმებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნაკლებად იღბლიანია დღე ქორწინებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, კაპიტალდაბანდებისა და ფინანსური ოპერაციებისთვის.

ჯანმრთელობა – დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ჯანმრთელობას, ეცადეთ არ გადაიღალოთ და მეტი დაისვენოთ. დასუსტდება თავის არე, სისხლძარღვთა სისტემა და სუნთქვის ორგანოები. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება. შეიტანეთ კვების რაციონში თევზეული და ფრინველის ხორცი, ხილი და ბოსტნეული, კვერცხი, თხილი და მზესუმზირა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი. ლალი, იაგუნდი და წითელი იასპი, სერდოლიკი, ფირუზი და ძოწი.

სიზმრები – სამწუხაროდ, ასრულება მხოლოდ ცუდ სიზმრებს უწერიათ.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთოდ წარიმართება დღე ვერძისა და ტყუპებისთვის, უსიამოვნებები ელით კირჩხიბსა და თხის რქას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები