LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

mikheil-cagareli

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:25-დან 01:00 საათამდე, როცა მთვარის უარყოფითი ენერგია მოადუნებს ყურადღებას და გაზრდის ტრავმების, ავარიების საფრთხეს.

აღსანიშნავია, რომ დღეს სწორედ სუფთა ჰაერზე სეირნობა დაგეხმარებათ მართებული გადაწყვეტილების მიღებაში. ეცადეთ სწორად ჩამოაყალიბოთ საკუთარი აზრები და იდეები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ მათ რეალიზაციას. არ გათქვათ საიდუმლო, რათა არ შეიქმნათ პრობლემები და არ მოგიწიოთ კონფლიქტში ჩაბმა. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და ნარკოტიკულ ნივთიერებებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის გასამართად, მოგზაურობისთვის, კაპიტალდაბანდებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ნაკლებად სასიკეთო დღეა რომანტიკული ავანტიურებისა და სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, რძის და ზღვის პროდუქტით, მიირთვით მწვანე ჩაი, რომელიც დაგეხმარებათ ორგანიზმის გაწმენდაში. დასუსტდება ნერვული და ლიმფური სისტემა.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი და მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე მარგალიტი, ალექსანდრიტი და გიშერი, მარჯანი და ამეთვისტო დადებით კოსმიურ ძალებს მოიზიდავენ და გარშემომყოფთა მოხიბვლაში დაგეხმარებიან.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა კუროსა და მორიელისთვის. საკმაოდ რთული დღე ექნება ლომს და სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები