მეგან მარკლის მამა, ტომას მარკლიმ გადაცემას „60 წუთი ავსტრალია“ დიდი ინტერვიუ მისცა. 76 წლის მარკლიმ კიდევ ერთხელ საჯაროდ მოუხადა ბოდიში შვილს და მას პატარა ლილიბეთის დაბადება მიულოცა.

„ლილი ძალიან ლამაზი სახელია და კიდევ ურო მეტად მიხარია, რომ სამეფო ოჯახს ჩვენი სისხლი შეერია“, – განაცხადა მარკლიმ. მისი თქმით, ის იტოვებს იმედს, რომ შვილს მალე შეურიგდება. „თუ დამნაშავე ვარ, მითხარი, როგორ გამოვასწორო. მე ისევ ისე მიყვარხარ, როგორც ადრე. მკვლელებსაც კი პატიობენ შეცდომებს, მე ხომ მკვლელი არ ვარ“  – მიმართა პირდაპირ ეთერში ტომასმა მეგანს.

შეგახსენებთ, რომ მამა-შვილს შორის დაპირისპირება პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. ამის მიზეზი კი ტომას მარკლის მედიასთან კონტაქტი გახდა, როდესაც მარკლიმ მასმედიას ის ისტორიები გაუმხილა, რაზეც საუბარი მეგანს არ სურდა.

 

მსგავსი თემები