LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა

229
mixailo-2019-09-19-PailaJfOYkb1

მუსიკოსმა მიხაილო თოდუამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. თოდუას სასჯელი შინაპატიმრობით შეეცვალა.

„მიხეილ თოდუამ, პატიმრობის შესაბამისი ვადის მოხდის შემდეგ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს მიმართა და დარჩენილი მოსახდელი სასჯელის უფრო მსუბუქი სასჯელით, შინაპატიმრობით შეცვლა ითხოვა. საბჭომ განიხილა, დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ე.წ. სამაჯურით გაუშვა“, – განუცხადეს საქართველოს პირველ არხს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

6 წელი სანიმუშო ქცევით გაატარა ციხეში, საიდანაც ყველას უშვებენ ამის გარდა...

ჰყავს 6 წლის შვილი, რომელსაც მამა არ უნახავს და გონია ამერიკაში მუშაობს, არადა მამამისი ციხეში ზის 6წელია უკვე, მდმას მოხმარებაზე.

მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ცნობისთვის, მუსიკოსს ციხეში მუსიკალური საქმიანობა არ შეუწყვეტია, მან რამდენიმე ალმობიც გამოუშვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები