LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიდის სახლში თუ რჩება პარლამენტში: სად წყდება „ქართული ოცნების“ ბედი

185
GIO-9475-0

“ქართული ოცნების” რვაწლიანი მმართველობა, რომელიც „სისხლიან“ ცხრა წელზე ლაპარაკში გავიდა – თან ისე სწრაფად, რომ უმრავლესობის დეპუტატებმა ვერც კი შეამჩინეს, რა სიღარიბეშია ქვეყანა, როგორ შემცირდა ინვესტიციები, რამდენად გაიზარდა ემიგრანტების რაოდენობა და რაც მთავარია, ვერ შეამჩნიეს ბავშვები, რომლებიც შიმშილობენ. სამაგიეროდ, ეს „იუნისეფმა“ დაინახა და თავის ერთ-ერთ კვლევაში გარკვევით დაწერა კიდეც, რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს. თავის დროზე, ამას „შესწირა“ ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობა. მოკლედ, დავუბრუნდეთ ისევ, ჩვენს მთავარ თემას – საით მიდის მმართველი გუნდის მატარებელი, სადაც მემანქანე ივანიშვილია და დანარჩენები – მგზავრები, როგორია მათი პოლიტიკური მომავალი, რატომ არიან დარწმუნებული 2020-ის არჩევნების მოგებაში და რას ფიქრობენ საერთაშორისო პარტნიორები ამ არჩევნებზე? რადიო „ფორტუნა“ ამ თემაზე პოლიტოლოგების აზრით მას შემდეგ დაინტერესდა, რად მმართველმა გუნდმა, ფაქტობრივად, პირობა დადო, რომ 2020-ის არჩევნებს 50-დან 60%-მდე ფარგლებში მოიგებს.

მაძღარ მღვდელს მშიერი დიაკონიც მაძღარი ეგონაო - რევაზ არველაძის ქონებრივი დეკლარაცია

270 ათასი დოლარის ღირებულების სახლი, თბილისში მდებარე ორი ბინა, 54 ათას დოლარიანი ავტომობილი და ა.შ.

„ფორტუნას“ პოლიტოლოლოგმა გია ნოდიამ უთხრა, რომ რასაც დღეს „ქართული ოცნების“ წევრები არჩევნებზე ამბობენ, ეს მხოლოდ პიარის ნაწილია და ამის უკან რეალურად არაფერი დგას.

„ეს არ არის გულწრფელობა, ეს პიარის თემაა. რთულია, როცა შენი მომხრეები ხედავენ, რომ სუსტი ხარ. თუ ვინმემ ჩათვალა, რომ „ქართული ოცნება“ სუსტია და ის, როგორც პოლიტიკური გუნდი, შეიძლება, ჩაიძიროს, ხალხი გაიქცევა. გასულ წელს 30 დეპუტატი უკვე წავიდა. ეს ძალიან ცუდი ნიშანია. რაც არ უნდა თქვას „ქართულმა ოცნებამ“, რომ ეს პრობლემა არაა, ტყუილია. მათ უნდათ ამ პროცესის შეჩერება. თუ ხელისუფლება ხალხს დააჯერებს, რომ ძლიერები არიან, ამით თავისთავად იმედი აქვთ, რომ მინიმუმ მხარდამჭერებს არ დაკარგავენ”, – აცხადებს გია ნოდია.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ მმართველი გუნდის განცხადებები, თითქოს 60%-ს აიღებენ არჩევნებში და ვითომ ოპოზიცია ცოტაა, პიარის ნაწილია და სხვა არაფერი.

„ამ განცხადებების სამიზნე რეალურად არის მათი პოტენციური მომხრე, რომ არ გეგონოთ დავსუსტდით, თუნდაც საერთაშორისო კრიტიკის ფონზე. ამით საზოგადოებას ეუბნებიან, ძლიერები ვართ, არსად წასვლას არ ვაპირებთ და სულ ვიქნებით. ბოლო დღეებში გახშირდა ასეთი განცხადებები,

ოგორც ჩანს თათბირი იყო, კონსულტანტებმა უთხრეს, რომ ხშირად უნდა გაიმეორენ ეს სიტყვები“, – ამბობს ნოდია.

„რა დროს ვადამდელი არჩევნებია, თებერვალი დადგა" - ირაკლი კობახიძე

"ადრე 200 „ნაცი“ იკრიბებოდა და ახლა 200 „ნაციც“ ვერ იკრიბება, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში".

სანამ ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობის წევრები აქციებს მართავენ და ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ანუ 2020-ის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვდნენ, მანამდე მმართველი გუნდი მედიას არწმუნებს, რომ მას ისეთი მხარდაჭერა აქვთ, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მიიღონ.

უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს არ არის უტოპია, არამედ რეალობაა. „კვლევებს თუ ბათუ ქუთელიები ჩაატარებენ, ეს კვლევა რეალური არ იქნება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ აქვს „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღების იმედი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ საზოგადოებრივი განწყობაა ასეთი”, – ამბობს მდინარაძე. 

იმავეს იმეორებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეც. ირაკლი კობახიძის თქმით, 2016 წელსაც ამას ამბობდნენ, რომ ყოველი მეორე ამომრჩეველი ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა. „თუ გააგრძელებს 60 ნაცი სტვენას, 60% კი არა, შეიძლება ცოტა მეტიც ავიღოთ“, – ამბობს კობახიძე.

ოპოზიციისთვის კი სრულიად გაუგებარია, თუ არჩევნებს მაინც იგებს მოქმედი ხელისუფლება, მაშინ პროპორციულ სისტემაზე უარს რატომ ამბობს. სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დაწერა, რომ ეს „ქოცების ახალი მესიჯბოქსია“.

„ქოცებს ახალი მესიჯბოქსი აქვთ. 60%-მფრ ავიღებთო გაიძახის დიდიან პატარიანად. მერე თქვე @@@@ ტკბილო ხალხო, თუ ამდენს იღებთ პროპორციულადაც ხომ იგებდით – თავი შარში რად ჩაიგდეთ. არა რა, რეგვენი მოუშუშებელი ჭრილობაა“, – წერს გიგი უგულავა.

პოლიტოლოგებისა და ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ბედი უკვე გადაწყვეტილია და ეს იმ კრიტიკულ წერილებშიც კარგად ჩანს, რასაც მმართველი გუნდი კონგრესმენებისა და სენატორებისგან იღებს. მათი თქმით, თუ ბიძინა ივანიშვილი არ შეასრულებს საზოგადოებისა და ასევე საერთაშორისო პარტნიორების მოთხოვნას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი, შესაძლოა, ივანიშვილის საერთაშორისო იზოლაციით დასრულდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები