LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიაგნეს თუ არა საბერძნეთში კორონავირუსისგან დაცვის მეთოდს

159
ბცჟ

1 ივნისიდან საბერძნეთში დაიწყება საყოველთაო ე.წ. ბცჟ ვაქცინაცია, იმისთვის, რომ მოსახლეობა კორონავირუსისგან დაიცვან. ინფორმაციას ადგილობრივი მედია Neakriti ავრცელებს.

მეთოდი დაამტკიცა მედიკამენტების ეროვნულმა სააგენტომ. ვაქცინაცია ჩატარდება ათენში, სალონიკსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში.

Neakriti-ის ინფორმაციით, იგივე მეთოდს უკვე მიმართეს გერმანიაში, ავსტრალიასა და ნიდერლადებში.

ბცჟ ვაქცინის ეფექტიანობა მეცნიერებმა სამწლიანი კვლევის შედეგად დაამტკიცეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ვისაც ეს აცრა ჰქონდა ჩატარებული, ვირუსებით დაინფიცირების ხუთჯერ უფრო ნაკლები რისკი აქვთ. სპეციალისტების აზრით, ვაქცინაცია შესაძლებლობას მისცემთ დაიცვან რისკ ჯგუფები კორონავირუსით დაინფიცირებისგან.

„იმ დროს, როდესაც არ არსებობს სპეციალური ვაქცინა, რათა კოლექტიური იმუნიტეტი განვავითაროთ, უნდა ჩავატაროთ აცრა, რომელიც საერთო დაცვას ახორციელებს, ისეთი, როგორიცაა ტუბერკულიოზის საწინააღმდეგო აცრა“, – განაცხადა ათენის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა ევანგელოს იამარელოსმა.

მან დააზუსტა, რომ ვაქცინის გაკეთებამდე ადამიანებს შეამოწმებენ კორონავირუსის ანტისხეულებზე.

ბცჟ – ეს არის ვაქცინა ტუბერკულიოზის წინააღმდეგ, რომელსაც ძალიან ბევრ ქვეყანაში ბავშვებს დაბადებისთანავე უკეთებენ. ვაქცინა მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავს ადამიანებს.

კორონავირუსის პანდემიის მიმდინარეობისას გამოითქვა აზრი, რომ ქვეყნებში, სადაც ბცჟ აცრები მასობრივად ტარდება, კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რაოდენობა ნაკლებია.

თუმცა ტელეკომპანია Skai-ს ეთერში ათენის ეროვნული უნივერსიტეტის დოცენტმა, ანასტასია კოტანიდუმ უარყო გავრცელებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ ბცჟ კორონავირუსისგან არ იცავს.

კორონავირუსმა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მოიცვა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაინფიცირებულია 5 მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი, მათ შორის 350 ათასი გარდაიცვალა.

საბერძნეთში დაახლოებით 3 ათასი ადამიანია დაინფიცირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები