LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრთა საყურადღებოდ! – საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

155
samgzavro-mtavari

8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზაახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

№802/801 – ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი – ბათუმი, თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა – 13:00 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე;

№804/803 – ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი, თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა – 22:35 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე;

№812/811 – დღეგამოშვებით მსვლელობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 სთ – ზე, ბათუმში ჩასვლა – 5:55 სთ -ზე; ბათუმი – თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე.

№870/869 – ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი – ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა – 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი – თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე.

№872/871 – ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა – 13:33 სთ – ზე; ფოთი – თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე.

№874/873 – ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი – ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა – 22:56 სთ – ზე; ფოთი – თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე.

№12/11 – ჩქარი მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 17:10 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე.

№18/17 – ჩქარი მატარებელი თბილისიქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა – 14:30 სთ – ზე; ქუთაისი – თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ – ზე.

№602/601 – სამგზავრო მატარებელი თბილისიზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა – 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი – თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე.

№654/653 – სამგზავრო მატარებელი თბილისი – ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა – 6:25 სთ – ზე; ოზურგეთი – თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ – ზე.

შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები