LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მგზავრებს პირბადის ტარება თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ

208
89193851-2947499031938387-9168846580923498496-n

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით ქვეყანა შიდა და საერთაშორისო ტურიზმის გახსნისთვის ემზადება.

მისი თქმით, მიმდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების მომზადება რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად იმ გაიდლაინების მიხედვით, რომელიც საავიაციო სფეროსთვის გამოქვეყნდა.

მისი თქმით თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. ამჯერად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის.

თამარ არჩუაძის განმარტებით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ.

 

 

პოპულალურები