LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მგონი შენს ერთ-ერთ ყოფილს ვხვდებოდი“- ელენ დეჯენერესი ბრედ პიტს სკანდალური აღიარებით მიმართავს (ვიდეო)

1245
18427670-7459387-Memories-Brad-recalled-crossing-paths-with-Ellen-at-a-Melissa-Et-a-138-1568354776708

,,მგონი შენს ერთ-ერთ ყოფილს ვხვდებოდი“, – ელენ დეჯენერესის მოულოდნელ აღიარებას ბრედ პიტმა იუმორით უპასუხა. “და მე ამ სასიყვარულო ორთაბრძოლაში დავმარცხდი”– მიუგო ბრედ პიტმა. როგორც აღმოჩნდა, ამერიკელ კომიკოსს, ტელეწამყვანს, მსახიობს, მწერალს და პროდიუსერს, ელენ დეჯენერესსა და ბრედ პიტს, მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებთ.

“ისე, სინამდვილეში, მე შენი მეგობარი გოგოს შეყვარებულსაც ვხვდებოდი, თუმცა ჩვენ, ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ”– გარდა იუმორნაზავი დიალოგებისა, მათ ახალი ფილმიც განიხილეს. წამყვანმა, ბრედი, მისი კინოროლისთვის შეაქო. საუბარია კვენტინ ტარანტინოს ფილმზე “ერთხელ ჰოლივუდში”, სადაც ის, ლეონარდო დიკაპრიოს კასკადიორის როლს ასრულებს.

შოუს წამყვანმა ბრედს ფიზიკური ფორმაც მოუწონა და ფილმის ერთ-ერთი სცენა გაიხსენა, სადაც ბრედი მაისურს იხდის, რათა სახურავზე რაღაც შეაკეთოს.

“დიახ ის კასკადიორია და ის არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმში უნდა იყოს, მე ამისთვის ვემზადებოდი, კვირაში რამდენჯერმე ვვარჯიშობდი.”

ელენის შოუში ბრედი, ახალი სატელევიზიო სეზონის ფარგლებში სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად იყო მიწვეული. მათ შორის იყვნენ მელისა მაკკარტნი, შონ ჰეისი, კრის და კელი ჯენერები, რიზ უიზერსპუნი და კრისტი ტეიჯენი.

შეგახსენებთ, ბრედ პიტის მონაწილეობით ახალი ფილმი, „ვარსკვლავებთან“ (Ad Astra), სადაც ის კოსმონავტის როლში გვევლინება, 20 სექტემბერს გამოვა. მსახიობს პარტნიორობას ტომილი ჯონსი უწევს, რომელიც მისი მამის როლს ასრულებს. რეჟისორის განცხადებით, ეს იქნება, კინემატოგრაფიის ისტორიაში, კოსმოსური მოგზაურობის ყველაზე რეალისტური აღწერა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები