LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა, იქნება თუ არა შემდეგი ტიკარაძე

205
Capture

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ თავად ნათია მეზვრიშვილმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიაწოდა ინფორმაცია.

“13-წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას – მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია. გამორჩეული მადლობა გიორგი გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა.

იმედი მაქვს სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას”, – წერს ნათია მეზვრიშვილი “ფეისბუქზე”.

მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

გასულ კვირას საქართველოს კლინიკების ასოციაციამ ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა მოითხოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები