LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმალვაშია

167
72033593-742829099471875-8188297880730075136-n

ხაშურში, მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი მიმვალვაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები 1987 წელს დაბადებულ ირაკლი დეკანოიძეს ეძებენ.

მამაკაცმა დღეს ხაშურში 30 წლის მეუღლე მოკლა.  დაჭრილი ნათია გოგალაძე ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მრავლობითი ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო კი დაშავებული ოპერაციის დაწყებამდე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

ხაშურში ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი ქალი გარდაიცვალა

პოლიციას ეჭვმიტანილი ქმარი ჯერ არ დაუკავებია.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის ურთიერთობა ახალგაზრდა ქალის იტალიაში წასვლის შემდეგ დაიწყო. როგორც გაირკვა, დედას მცირეწლოვანი ბავშვები ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მამა მათ ცუდად ექცეოდა. იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ქალი ყოფილ მეუღლეს ბავშვებთან ურთიერთობას უზღუდავდა.

პოლიციას სავარაუდო ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია. შსს-მ საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხაშურში კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები