LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე ნიკოლოზი: იესო ქრისტეს მალე მოსვლა, არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას

379
1573040493-175564

მეუფე ნიკოლოზმა დღეს “მეორედ მოსვლის” თემაზე ისაუბრა. ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ რამდენიმე კვირის წინ, ილია მეორის მიერ ქადაგებისას ნათქვამმა სიტყვებმა ზოგიერთ ადამიანში გაუგებრობა გამოიწვია. მან განმარტა, რომ იესო ქრისტეს მალე მოსვლა, არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას.

“ცოტა ხნის წინ, პატრიარქმა ბრძანა, რომ მეორედ მოსვლამდე შეიძლება საათები არის დარჩენილი და ამან გამოიწვია შეძრწუნება საზოგადოებაში. სახარებაში არის ასეთი ადგილი, როდესაც მოგვები მოვიდნენ იერუსალიმში და როდესაც მეფე იროდის უთხრეს, რომ იშვა ძე ღვთისა ქრისტე, სახარებაში ასე წერია – შეძრწუნდა მეფე იროდი და მთელი იერუსალიმი შეძრწუნდა მასთან ერთად. რამ შეაძრწუნა იერუსალიმი, რატომ შეშინდა იერუსალიმი?! ქრისტე მოვიდა მხსნელი სოფლისა. აი, სწორედ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სწავლება, რომელიც ჩვენმა პატრიარქმა ჩვენ გვითხრა შეფარული სახით და ეს სწორედ ეხება დღევანდელ დღეს.

იესო ქრისტეს მალე მოსვლა ეს არ ნიშნავს საათის დანიშვნას და წამზომის ჩართვას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ქრისტეს შესახვედრად.

მე არ ვიცი, ჩვენ ვართ თუ არა მზად, მე საკუთარ თავზეც ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ უნდა ვიჩქაროთ. უნდა მოვაგროვოთ ეს კეთილი საქმეები. მოწყალების, სარწმუნოების საქმე, რომ ჩვენ მოვემზადოთ ქრისტესთან შესახვედრად. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქი ემზადება ქრისტესთან შესახვედრად და ჩვენც გვამზადებს მასთან შესახვედრად“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ილია მეორე კორონავირუსზე: შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მსოფლიოს, საქართველოში არ არი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები