LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე გერასიმე: ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება

216
გერასიმე

“ეკლესიაში ბზა არ გაიყიდება,” – ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ განაცხადა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მთავარია “ჩვენ სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა უბრალოდ ფორმალურად.”

„ყველას ძალიან ვთხოვ, ნურავინ ნუ მოჭრის ბზას. ეკლესია არ გაყიდის ბზას, ეკლესიაში ის არ გაიყიდება, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, ძალიან ბევრ ადამიანს სახლში აქვს ბზა, თითო ტოტი შეიძლება, სიმბოლურად მოიტანოს, ეს არ უნდა იყოს დიდი კონა, არ უნდა იყოს დიდი შეკვრა, არამედ სიმბოლურად შეიძლება თითო ტოტი ეჭიროს ადამიანს. თუ არ ექნა, მთავარია, რომ ჩვენ სულიერად შევხვდეთ ბზობის დღესასწაულს და არა უბრალოდ ფორმალურად, რომ გვეჭიროს ბზა და ჩვენში სიხარული არ შემოვიდეს, რაც ამ დღესასწაულთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა მეუფე გერასიმემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები