LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგური ვარკეთილი დროებით დაიკეტა

275

თბილისის მეტრო დროებით „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“ იმოძრავებს.

მიზეზი მეტროსადგურ “ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევაა.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10:30 საათზე, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა.

ინციდენტის შედეგად, არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურების მობილიზება ოპერატიულად მოხდა. სადგურიდან მგზავრების გამოყვანა მიმდინარეობს.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დასადგენად, გამოძიება მიმდინარეობს.