“ამ ქალმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნინო ევგენიძეს. ის მას აჯანჯღარებდა და ფხაჭნიდა. ჩემს ქვეყანაში ამის გამო ის ციხეში მოხვდებოდა “- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, მეთიუ ბრაიზა ,,მთაავრ არხთან” განაცხადა.

ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა პატრიოტთა ალიანსიდან ბოდიში უნდა მოიხადოს.

არხის თარგმანის მიხედვით,  ბრაიზამ პატრიოტთა ალიანსის წევრების კონფერენციაზე შეჭრის ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ მათი შემოჭრა ზუსტად იმ დროს დაემთხვა, როცა რასმუსენის ინიციატივასა და რუსეთზე მსჯელობას იწყებდნენ.

ამერიკელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ერთმანეთთან კავშირშია.

დღეს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

,,ამ სიაში უნდა შევიდეს მეთიუ ბრაიზაც და ყველა ის “პარტნიორი”, რომელიც ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მწამებელ-ბოკერია- სააკაშვილებს უჭერს მხარს და ცინიკურად გვაიძულებს მათ შეყვარებას! ამ ხალხს უნდა აეკრძალოს საქართველოში შემოსვლა!”- აცხადებს ინაშვილი

ირმა ინაშვილი 15 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან აქციას აანონსებს.რაც შეეხება დევიდ კრამერთან მომხდარ ინციდენტს, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი პოზიციას არ ცვლის და ამბობს, რომ ,,კრამერი არის მატყუარა, თავხედი და უზრდელი ადამიანი”.

მისი თქმით, მათ შორის შეხვედრა ჯერ კიდევ 2010 წელს გაიმართა. დეპუტატის განცხადებით, გუშინდელ კონფერენციაზე კრამერი მას ხელით შეეხო, რაც მიუღებელია. ინაშვილი ითხოვს, დევიდ კრამერს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოს.

უფრო ვრცლად იხილეთ –საერთაშორისო სკანდალი: ინაშვილმა უცხოელი სტუმარი ქართულად გალანძღა [ვიდეო]

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები