LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი „მეტი დეველოპმენტისგან“

627
54332

მთავარი, რაცმეტი დეველოპმენტსსხვა კომპანიებისგან გამოარჩევს, საკუთარი თვალით დანახული მათივე დანიშნულებაა. „მეტი დეველოპმენტი“ არის იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ: დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულებთან და ემიგრანტებთან, რომელთაც საკუთარი საცხოვრებელი ბინების შესაძენად საკუთარი ოჯახების დატოვება უწევთ.

სანამ კონკრეტული მაგალითები თავად მოგიყვებიან იმის შესახებ, თუ რატომ არის „მეტი დეველოპმენტი“ მეტი, მანამდე, ალბათ, უმჯობესია, კომპანიის მუშაობის მთავარი კონცეფციის შესახებ გითხრათ, რომელსაც მოკლედ გონიერი არქიტექტურა უნდა ვუწოდოთ. უფრო ვრცლად კი, ახლავე გეტყვით:

მეტი დეველოპმენტისძირითადი მიმართულება მშენებლობაა, რაც პირდაპირ კავშირშია არქიტექტურასთან. არქიტექტურა კი, თავის მხრივ, ბუნებრივ მოცემულობაში ხელოვნური გარემოს შექმნას გულისხმობს. სანამ ამ რთულ და გამოწვევებით სავსე პროცესში ჩაერთვები, იწყებ ფიქრს, თუ როგორ შექმნა ეს ხელოვნური გარემო. მიდგომა, ამ შემთხვევაში, ორგვარია, თუმცა დღეს უკეთესზე უნდა ვისაუბროთ: მიდიხარ იმ კონკრეტულ ადგილზე, აკვირდები ბუნებას, ცდილობ, გაერკვიო მის არსში და მკვეთრად შეიგრძნო სეზონთა ცვლის მთლიანი ციკლი. გონიერი არქიტექტორი ცდილობს, ისე განათავსოს საკუთარი ნაგებობა, რომ ეს ბუნებრივი ჰარმონია არ დაირღვეს. ცდილობს, მოერგოს კონკრეტული გარემოს კანონზომიერებას. მოკლედ, გონიერი არქიტექტორი ბუნებრივი პირობების წინააღდეგ კი არ მიდის, არამედ მისი რესურსების სათანადოდ გამოყენებას ახერხებს. ეს ყველაფერი მწვანე არქიტექტურის, ანუ მდგრადი არქიტექტურის იდეას გამოხატავს, რითიცმეტი დეველოპმენტითავის თითოეულ პროექტზე მუშაობს.

მწვანე (გონიერი) არქიტექტურა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ლანდშაფტის სწორად დაგეგმარებას არ გულისხმობს. რადგან მიზანი ბუნებრივი რესურსების სრული და სათანადო ათვისებაა, არქიტექტორი ცდილობს, ეფექტურად გამოიყენოს მზე – ზამთარში სხივებმა სახლის გათბობა შეძლოს, ხოლო ზაფხულში მისმა მცხუნვარებამ მაცხოვრებელი არ შეაწუხოს, ამასთან ერთად, ეს ბუნებრივი რესურსი ადამიანისთვის საჭირო სხვადასხვა ენერგიად გარდაქმნას. გარდა ამისა, არქიტექტორი ცდილობს, გამოიყენოს წვიმის წყალი ტექნიკური წყლის სახით, რითიც მცენარეების მორწყვასა და ეზოს დასუფთავებას შეძლებს. მოკლედ, მწვანე არქიტექტურა ბუნებასთან ჰარმონიული თანაცხოვრებაა.

„მეტი დეველოპმენტის“ დამფუძნებელი პაპუნა ხაზალია: ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბუნებრივი რესურსები, არ გავაჩანაგოთ სიმწვანე და დედამიწის ბუნებრივ რიტმში არ შევიჭრათ. როდესაც ადამიანები მშენებლობისას ხეებს ჩეხავენ და ცდილობენ, არსებული რელიეფი სათავისოდ გადმოაკეთონ, ანადგურებენ ეკოლოგიას, რითიც საკუთარ თავს და ყველა ჩვენგანს აზიანებენ.

მეტი დეველოპმენტი ყოველთვის ეკოლოგიის გაუმჯობესებას და მეტი გამწვანების შექმნას ცდილობს. თავად კომპანიის სახელიც მის ფილოსოფიას კარგად წარმოაჩენს. „მეტი დეველოპმენტი“ კონკრეტულ თეზისებს გულისხმობს, რომლებიც „მეტი დეველოპმენტს“ „მეტი დეველოპმენტად“ აქცევს:

  • მეტი ხარისხი;
  • მეტი პასუხისმგებლობა;
  • მეტი პროფესიონალიზმი;
  • მეტი ახალი ტექნოლოგია;
  • მეტი ენერგოეფექტურობა;
  • მეტი თბოიზოლაცია;
  • მეტი ხმის იზოლაცია.

პირველ 4 პუნქტს, ალბათ, განმარტებაც არ სჭირდება, ბოლო 3 კი, პირდაპირაა დაკავშირებული იმ კომფორტთან, რომელიც ადამიანებისთვის განსაკუთებით სასიამოვნოა. „მეტი დეველოპმენტის“ ენერგოეფექტური ბინები მაცხოვრებლების კომუნალურ ხარჯებს 60%-ით ამცირებს და მათ თავიდან არიდებს იმ ძალიან უსიამოვნო ვითარებას, როდესაც თვის ბოლოს ფინანსები კომუნალური გადასახადებისთვის აღარ გვყოფნის და რომელშიც ყველა ჩვენგანი ერთხელ მაინც აუცილებლად აღმოვჩენილვართ.

ორი უმნიშვნელოვანესი საკითხია ხმისა და თბოიზოლაციაც. პირველი მათგანი ყოველდღიური დისკომფორტისგან მაქსიმალურად გიცავთ. თქვენ არ შეგაწუხებთ ზემოთ მცხოვრები მეზობლის ხალისიანი ბავშვების სირბილი ოთახიდან ოთახში, ხმამაღალი მუსიკა, რომელიც თქვენს გვერდითა მეზობელს განსაკუთრებით უყვარს ან, სულაც, თქვენი ქვედა მეზობელი, რომელმაც სახლში რემონტის განახლება და რაღაც-რაღაცების გადაკეთება გადაწყვიტა.

ყველამ ვიცით, რომ სითბო ყოველთვის მაღლა მიიწევს. როდესაც სახლის გათბობას ვცდილობთ, აუცილებელია, სახლის ჭერი დათბუნებული იყოს. სხვა შემთხვევაში, არა საკუთარ თავს, არამედ ჩვენს ზედა მეზობელს ვათბობთ. თბოიზოლაციის წყალობით, „მეტი დეველოპმენტის“ საცხოვრებელი კომპლექსების თითოეული მაცხოვრებელი ხარჯავს მხოლოდ იმდენ ენერგიას, რამდენიც საკუთარი ბინის გასათბობად სჭირდება. შესაბამისად, ენერგია არ იკარგება და კომუნალური ხარჯი საგრძნობლად მცირდება. „მეტი დეველოპმენტის“ კომპლექსებში დათბუნებულია როგორც კედლები, ასევე, გადახურვის თითოეული ფილა, ჭერი და იატაკი.

მთავარი მაინც ისაა, რომ „მეტი დეველოპმენტის“ საქმისადმი მიდგომა პრაქტიკაში აისახება, რაზეც მათი საცხოვრებელი კომპლექსების პლუსები ყველაზე უკეთ მეტყველებს.

კომპანიის მიერ აშენებულ კორპუსებში ლიფტის ღილაკების სიმაღლეც კი გათვლილია და ისინი, ვერტიკალურის ნაცვლად, ჰორიზონტალურადაა განლაგებული. ამის მიზეზი პოტენციური მობინადრე შშმ პირები არიან, რომლებიც კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენენ. „მეტი დეველოპმენტის“ პროეტებში დაგხვდებათ ინკლუზიური გარემო და შშმ პირებზე მორგებული საცხოვრებელი ბინები. ეს ის უნიკალური რამაა, რასაც საკუთარ კლიენტებს საქართველოში მხოლოდ „მეტი დეველოპმენტი“ სთავაზობს.

თუ ლიფტით სარგებლობაზე უარს იტყვი და გადაწყვეტ, მაღალ სართულებს ფეხით აუყვე, ყოველ სართულს შორის დაგხვდებათ სკამი, რომელიც კიბის კონსტრუქციას ერწყმის და დასასვენებლად, ან ისე, უბრალოდ, ჩამოსაჯდომად მშვენიერი რამაა.

კომპანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გამტარ მოკირწყვლას, რაც ნიშნავს იმას, რომ წვიმის შედეგად ეზოში წყალი არ გროვდება. მეტიც, ამ დროს ნიადაგი ირწყვება. ეს გახლავთ დახვრეტილზედაპირიანი ბეტონი, რომლის ნახვრეტებიდან ბალახია ამოწვერილი. გამტარი მოკირწყვლის შემთხვევაში, წყალს პირდაპირი კავშირი აქვს მიწასთან და ბეტონის წყალამრიდების საჭიროებაც მოხსნილია.

მეტი დეველოპმენტისკომპლექსები ელექტროტრანსპორტის დამტენი სადგურებითაა აღჭურვილი. მთელ ტერიტორიას გარს ერტყმის ველობილიკი, რომელზე სეირნობის შემდეგაც მობინადრე საკუთარი ველოსიპედის დაპარკინგებასაც საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შეძლებს. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია კორპუსების ვერტიკალური გამწვანებაც, რაც შენობას გაცილებით ლამაზსა და „ცოცხალს“ ხდის.

გარდა ამისა, აქ თქვენ შეგეძლებათ, ისარგებლოთ თქვენივე ეზოში არსებულიასპრიასსპორტდარბაზით, რაც მნიშვნელოვანი დადებითი მხარეა ძალიან ბევრი ადამიანისთვის – მათთვის, ვინც ვარჯიშობს; მათთვის, ვინც აპირებს ან მათთვის, ვისაც ყოველთვის სურდა, თუმცა შორს მდებარე სპორტდარბაზში სიარულს ვერ ახერხებდა.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითოეული კორპუსი წინასწარ შერჩეული ფერის ქვითაა მოპირკეთებული, რის გამოც, მას დიდხანს უნარჩუნდება პირვანდელი სახე – არ ისვრება და არ ზიანდება. ქვის შერჩევის პროცესში მთელი გუნდი ჩართულია, რადგან მიღებული გადაწყვეტილება შენობის სამუდამო იერსახეს განაპირობებს. მთავარ ყურადღებას იმას აქცევენ, თუ როგორ ერგება ესა თუ ის ქვა გარემოს და ხომ არ ირღვევა საერთო ანტურაჟი. ალბათ, ყველას გვინახავს ლამაზი, შეღებილი კორპუსი, რომელიც 2-3 წელიწადში ძველდება და საერთოდ სხვა იერს იძენს. „მეტი დეველოპმენტის“ კორპუსს ეს არასდროს დაემუქრება.

მეტი დეველოპმენტისუპირატესობაა ისიც, რომ კომპანია თითოეულ საცხოვრებელ ბინას, მინიმუმ, თეთრი კარკასის მდგომარეობაში აბარებს. ამით ისინი უფრთხილდებიან თითოეულ მობინადრეს და ცდილობენ, მათ მძიმე და ჭუჭყიანი სამუშაო თავიდან აარიდონ.

მართალია, ყველაფერი აქ არ მთავრდება და მობინადრეებს კონსიერჟის მომსახურებით, 24-საათიანი დაცვით, პერიმეტრზე განთავსებული სათვალთვალო კამერებით და სხვა სერვისებით სარგებლობაც შეუძლიათ, თუმცა მათზე ყურადღების გამახვილებაც არ ღირს. „მეტი დეველოპმენტს“ უფრო მეტი და რაც მთავარია, მნიშვნელოვანი პლუსი აქვს. სწორედ ამით არის „მეტი“ სხვა კომპანიებზე მეტი.

პაპუნა ხაზალია: ჩვენი მთავარი მიმართულება მწვანე არქიტექტურაა. ვცდილობთ, რომ ყოველი მომდევნო კორპუსი უკეთ დავაგეგმაროთ და ისეთი დეტალები გავითვალისწინოთ, რომლებიც თითოეული მაცხოვრებლისთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვქმნით არა მხოლოდ კორპუსებს ან კომპლექსებს, არამედ „ეკოსითებს“  – ეკოლოგიურად სუფთა დასახლებებს. ამჟამად „ეკოსითი კრწანისზე“ და „ეკოსითი სამგორზე“ ვმუშაობთ, თუმცა ახლო მომავალში სხვა „ეკოსითების“ შექმნასაც ვაპირებთ.

თუ მიხვდი, რომ “მეტი დეველოპმენტისა” და შენი პრიორიტეტები ერთმანეთს ემთხვევა და გსურს უფრო მეტის გაგება:

დარეკე: 577 97 10 10 / 591 38 10 10

ეკოსითი კრწანისის პროექტი: https://bit.ly/ecoKrtsns

ეკოსითი სამგორის პროექტი: https://bit.ly/eCoSamgr

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები