LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტი ჰოლანდიელი ტურისტი საქართველოში და სავაჭრო ურთიერთობები – ნიდერლანდების სამეფოს მთავარი გზავნილები

215
გახარია

ოკუპირებული რეგიონები, ინტეგრაცია ევროკავშირში და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები – საქართველოს ნიდერლანდების სახით კიდევ ერთი მხარდამჭერი ჰყავს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, საქართველო რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა.

“სწორედ ამიტომ აქვს მხარდაჭერა ჩვენგან საქართველოს. აქ გადაღებული პოპულარული ჰოლანდიური სატელევიზიო გადაცემის შემდეგ, სულ რაღაც ორი წლის განმავლობაში 60 პროცენტით იმატა ჰოლანდიელი ტურისტების რაოდენობამ საქართველოში. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ქვეყნისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება“, – აცხადებს ნიდერლანდეის პრემიერი. 

საქართველო ეკონომიკური რეფორმების კუთხით ლიდერია - შტაინმაიერი გიორგი გახარიას შეხვდა

საქართველოს პრემიერმა გერმანიის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კი განაცხადა, რომ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა მიმართულება განიხილეს.

„განვიხილეთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ასევე, ვისაუბრეთ ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ჩვენი ქვეყნის წინსვლაზე. ამ მხრივ ნიდერლანდებს მნიშვნელოვან პარტნიორად მივიჩნევთ. “, – აცხადებს გიორგი გახარია.

გახარია ამბობს, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ნიდერლანდები აქტიურადაა ჩართული და ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებს.

2020 წლის იანვარში კიდევ ერთი მაღალი დონის ვიზიტი იგეგმება. საქართველოს ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა.