LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთ დეიმონი და პედრო პასკალი ახალ ბლოკბასტერში ერთად თამაშობენ

327

მალე ქართულ კინოთეატრებში მეთ დეიმონის, უილიამ დეფოსა და პედრო პასკალის მონაწილეობით სათავგადასავლო ფილმი გამოვა. პრესისთვის მისი ჩვენება უფრო ადრე შედგა.

 „დიდი კედელი“ – ასე ჰქვია ფილმს, რომლის გადაღება 2015 წლის მარტში დაიწყო.  მისი ბიუჯეტი 135 მილიონი დოლარია. ფილმის რეჟისორია იმოუ ჟანი, რომელიც კინომოყვარულებს ემახსოვრებათ, როგორც „გმირისა“ და „მფრინავი ხანჯლების სახლის“ რეჟისორი. თუკი ეს ფილმები ნანახი გაქვთ, მიხვდებოდით, რომ „დიდი კედელი“ აუცილებლად დიდ ეკრანებზე უნდა ნახოთ.

 კიდევ  ერთი საინტერესო დეტალი ფილმთან დაკავშირებით ისაა, რომ ორიგინალურ მუსიკაზე „სამეფო კარის თამაშებისა“ და „ვესტვორდლის“ კომპოზიტორმა, რამინ ჯავადიმ იმუშავა.

 ფილმი უკვე აჩვენეს ჩინეთში და მისმა შემოსავალმა პირველ უიკენდზე 67 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები