შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარიმესტიისა და მესტიანატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.

შაბათს, ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან გამოფრენა 12:00 საათზე განხორციელდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია შემდეგ ვებგვერდზე – https://ticket.vanillasky.ge/

როგორც იცით, ამ ეტაპზე, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

მსგავსი თემები