მესტიაში კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო, ტურიზმის ადმინისტრაციამ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად სასტუმროების აღწერა და იდენტიფიცირება დაიწყო. უკვე მზადაა 18 სასტუმრო, 327 ოთახით.

“მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფი ვიზიტორები კარანტინის გავლას აღნიშნულ საკარანტინე სივრცეებში შეძლებენ. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორებს, ექნებათ შესაძლებლობა, კარანტინი მესტიის მუნიციპალიტეტის ფარგლებს გარეთ გაიარონ.

ასეთ შემთხვევაში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ვიზიტორების შესაბამის საკარანტინო სივრცეებამდე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

უკვე შექმნილია ცხელი ხაზი – 144, რომლის მეშვეობითაც ყველა დაინტერესებული პირი ინფორმაციის მიღებას შეძლებს, მათ შორის, როგორ მოხდეს მათი აღრიცხვა და ორგანიზებული გადაყვანა საკარანტინო სივრცეებში. ასევე გრძელდება მუშაობა მესტიის მუნიციპალიტეტში მყოფ ვიზიტორებსა და განთავსების ობიექტების წარმომადგენლებთან”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები