მესტია ჩაკეტილი 28 დღის განმავლობაში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა თქვა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, “მნიშვნელოვანია, რომ გავლილი იყოს 2 საკარანტინე პერიოდი, რაც ნიშნავს 28 დღეს”.

მისივე თქმით, შემცირდება თუ არა ეს პერიოდი, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგების დასკვნებზე.

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეიზღუდა. ამას პოლიცია გააკონტროლებს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში პირბადეების გამოყენება და ხელის ჰიგიენა.