LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი vs რონალდო: რომლის სასტუმროები ჯობია

1225
pjimage

ორი გამორჩეული ფეხბურთელი ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო ერთამანეთს არა მხოლოდ საფეხბურთო მოედანზე ეჯიბრებიან, მათ პარალელურად სასტუმროების ბიზნესიც აქვთ. იმაზე კამათი, თუ რომელი უფრო მაგარი ფეხბურთელია, ალბათ უკვე მოსაბეზრებელი გახდა და აზრიც არ აქვს, თუმცა საინტერესოა იმის გარკვევა, თუ რომელი უფრო წრმატებულად ართმევს თავს ბიზნეს საქმიანობას.

სასტუმროების რაოდენობა, საინვესტიციო საქმიანობა

მესიმ ესპანეთში სამი სასტუმრო იყიდა: იბიცაზე, მალიორკასა და კატალონიის ერთ-ერთ ქალაქში. ზუსტად რა თანხა გადაიხადა პირველ ორ სასტუმროში, ცნობილი არ არის. კატალონიაში, 4-ვარსკვლავიან სასტუმროში კი, რომელიც 2017 წელს შეიძინა, 33 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო.

რონალდო პორტუგალიაში უკვე ორი სასტუმროს მფლობელია, თუმცა კიდევ ხუთის გახსნას აპირებს – ნიუ-იორკში, მადრიდში, პარიზში, მანჩესტერსა და მარაკეშში. მადრიდის სასტუმრო მას 16 მილიონი დოლარი უჯდება. მარაკეშში – 44 მილიონი დოლარი, ხოლო ყველაზე დიდ ინვესტიციას, 66 მილიონ დოლარს პარიზის სასტუმროში დებს.

მთლიანობაში ფეხბურთელი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას დებს. ამ მიმართულებით რონალდო ლიდერობს.

ფეხბურთელების სასტუმროებში ცხოვრების ღირებულება

რონალდოს სასტუმროს, რომელიც ლისაბონში მდებარეობს, 82 ოთახი აქვს. აქ 1 ღამის ფასი, სეზონზე, 220$-დან დან იწყება. ანუ მარტო ამ სასტუმროდან ფეხბურთელს დღეში მინიმუმ 22 ათასი დოლარი შესდის. მეორე სასტუმროში კი, რომელიც რონალდოს მშობლიურ ქალაქ ფუნშალში მდებარეობს, ფასი შედარებით დაბალია.

ლიონელ მესის სასტუმროში ღამის გათევა მინიმუმ 164 დოლარი დაგიჯდებათ – ეს სეზონზე 1 ღამის მინიმალური ღირებულებაა.

როგორც ხედავთ, რონალდოს სასტუმროებში ცხოვრება უფრო ძვირია.

სასტუმროების შეფასებები/ რეიტინგი

საიტ Tripadvisor-ის შეფასებით, მესის სასტუმროები 5-დან საშუალოდ 4,1-ით ფასდებიან, ხოლო რონალდოსი – 5-დან 4,5-ით.

ბიზნესის სტრატეგიები

როგორც გაირკვა, მესის და რონალდოს სასტუმროების ბიზნესის სტრატეგიები, ისევე როგორც თამაშის სტილი, რადიკალურად განსხვავებულია.

კრიშტიანო თავისი სასტუმროების მხოლოდ 50%-ს ფლობს, მეორე ნახევარი კომპანია “პესტანა ჯგუფს” ეკუთვნის. ამავე დროს, კრიშტიანო ამ სასტუმროების სახეა და ისინი მის სახელს ატარებენ.

ლიონელ მესი თავისი სასტუმროების 100%-ის მფლობელია. ფეხბურთელს პარტნიორი კომპანია ჰყავს, რომელიც მხოლოდ სასტუმროების მენეჯმენტითაა დაკავებული.

რონალდოს პორტუგალიის ტურისტულ ქალაქებში აქვს სასტუმროების უმეტესობა, თუმცა ამ ბიზნესის გაფართოებას მსოფლიოს მასშტაბით გეგმავს. მესი კი უპირატესობას ესპანეთის კურორტებს ანიჭებს.

შედეგი კი ასეთია, ისევე როგორც საფეხბურთო მოედანზე, ბიზნესშიც რთული სათქმელია რომელია უკეთესი, თუმცა შედარებით გამოიკვეთა, რომ 2020 წლის განმავლობაში, რონალდოს სასტუმროების ბიზნესიდან მესიზე მეტი შემოსავალი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები