ცნობილი სახლი ლოს-ანჯელესში, სადაც მერლინ მონრო ძალიან დიდ დროს ატარებდა, ახალ მეპატრონეს ეძებს. ცნობილი ხდება, რომ 1 130 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული სახლი 115 მილიონ დოლარად იყიდება. ვილა ჯერ კიდევ 1039 წელს, როვერტ ფარკუარმა ააშენა.

სახლში არის 9 აბაზანა და ამდენივე საძინებელი. ის მარმარილოს ქვებითა და სხვა ძვირფასი მასალითაა აშენებული. სამსართულიან ვილას აქვს ლიფტიც, რომლითაც ლეგენდარული ვარსკვლავი სარგებლობდა.

სხვადასხვა დროს აქ ჰოლივუდის ვარსკვლავები ცხოვრობდნენ. მათ შორის 20th Century Fox-ის დამფუძნებელი ჯოზეფ შენკი, რომელსაც მერლინ მონროსთან რომანსაც მიაწერდნენ. ამბობდნენ, რომ მერლინ მონროს აქ ყველზე მეტი დრო აქვს გატარებული.

მსგავსი თემები