ფილმის „სამრეცხაო თვითმომსახურებით“ (The Laundromat screening) პრემიერა ,,ვენეციის კინოფესტივალზე” 1-ელ სექტემბერს შედგა. რეჟისორ სტივენ სოდერბერგის რეჟისორობით გადაღებული ფილმი ,,ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე” იქნა ნაჩვენები.

ფილმის მთავარი მოქმედი გმირები, მერილ სტრიპი და გერი ოლდმანი წითლ ხალიჩაზე თავიანთ კოლეგას, ანტობიო ბანდერასს შუერთდნენ.

ოსკარის სამგზის მფლობელმა, 70 წლის  მერილ სტრიპმა წითელ ხალიჩაზე შავი კაბა მოირგო, რომელიც თეთრი და ყვითელი ყვავილებით იყო გაფორმებული, ფეხს კი შავ-თეთრი ღია ფეხსაცმელი უმშვენებდა.

რაც შეეხება 61 წლის გერი ოლდმანს, მას ელეგანტური მუქი ლურჯი შარვალ–კოსტიუმი ეცვა, გვერდს კი მეუღლე, ჟიზელ შმიდტი უმშვენებდა, რომელმაც გრძელი, შავი, კლასიკური კაბა მოირგო.

და ბოლოს, ანტონიო ბანდერასი შავი შარვალ–კოსტიუმით და საკმაოდ მოზრდილი მზის სათვალით წითელ ხალიჩაზე ჩვეული ესპანური ტემპერამენტით გადაადგილდებოდა.

ცნობისთვის, ფილმს საზოგადოება 27 სექტემბერს ნახავს.

https://www.dailymail.co.uk/tvshowbiz/article-7445897/Meryl-Streep-joins-Gary-Oldman-Antonio-Banderas-Laundromat-screening-TIFF.html?ito=social-facebook

მსგავსი თემები