LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიაში ბიუროკრატიული მანქანის დასანგრევად ყველაფერს გავაკეთებთ – კახა კალაძე

99

“ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბიუროკრატიული მანქანა მერიაში დაინგრეს,” – ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა, კახა კალაძემ, რადიო “ფორტუნას” გადაცემა “წარმატების ფორმულაში” სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, მერიაში ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება.

“ჩვენ ვქმნით ვებ-პლატფორმას, დღეს სოციალურ ქსელზე, ზოგადად, ინტერნეტზე ყველას მიუწვდება ხელი და თბილისში მაცხოვრებელ ადამიანებს შევთავაზებთ სერვისებს, მათ სახლიდან გაუსვლელად ექნებათ საშუალება, სახლიდან გაუსვლელად, ყველა მუნიციპალურ სერვისზე წვდომის. ამ პროექტის განხორციუელებას ძალიან მალე დავიწყებთ,” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

პოპულალურები