LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

258
unnamed

თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია.

ამასთან, ისინი სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე უნდა სწავლობდნენ.

როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება.

51-70 ქულის შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა 50% იქნება, 71-90 ქულის შემთხვევაში – 70%, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულ, 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ.

რაც შეეხება პირობებს, დედაქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა);
  • სამოტივაციო წერილი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ამასთან, სხვა დოკუმენტებთან ერთად, სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა. დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პოპულალურები