LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია ტაქსების სისუფთავეს გააკონტროლებს

291
72530426-3004185456264701-9132409182190829568-o

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელოვან რეფორმებზე და ამ მიმართულებით ტაქსების რეფორმის თემაზე ისაუბრა კახი კალაძემ მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე. კალაძემ აღნიშნული რეფორმის გარკვეულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, მიუხედავად არსებული რამდენიმე მცირე პრობლემისა, ტაქსების რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მისი განახლება და სხვა სიახლეების ორგანიზება კვლავ გაგრძელდება. მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია პროექტის ყველა ეტაპი. განსაკუთრებით კი ვიზუალური სტანდარტების გაუმჯობესება.

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი ბევრ ადამიანს სიამოვნებს - კახა კალაძე

ამდენი თეთრი ტაქსი, ახალი მანიშნებელი, ძალიან ბევრ ადამიანს სიამოვნებს ეს, რომ მოწესრიგებულია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო მოწესრიგდება მომდევნო წლების განმავლობაში

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, იყოს სისუფთავე, მოწესრიგებული ტაქსი. ერთ-ერთი მექანიზმი, რომლის შექმნასაც ჩვენ ვაპირებთ, იქნება კონტროლი. კონტროლი იმისა, რომ ტაქსები იყოს მოწესრიგებული და ადამიანმა, რომელიც სარგებლობს ამ სერვისით, თავი იგრძნოს კომფორტულად და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილი იყოს უსაფრთხო და გამართული“, – განაცხადა კალაძემ.

ქალაქის მერმა ტაქსის მძღოლებს ქიმიური წმენდის ვაუჩერი შესთავაზა, რომელიც ითვალისწინებს ავტომობილის ქიმიურ წმენდას და სისუფთავის დაცვას. ვაუჩერებით სარგებლობას მძღოლები 1 ნოემბრიდან შეძლებენ და ასევე მსურველებს გადაეცემათ ვიანორის 20%-იანი ფასდაკლების ბარათებიც. მისივე განმარტებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს შეტყობინების სახით მიუვათ ყველა სერვისცენტრის მისამართი, სადაც ისინი შეძლებენ აღნიშნული ვაუჩერის მიღებას.

მერია განახორციელებს ტაქსების კონტროლს და შეამოწმებს სისუფთავის და კომფორტის დონეებს.

ტაქსიც უკმაყოფილოა და ხალხიც – სად მივყავართ გათეთრებულ ტაქსებს

 

„პირველი დღეების განმავლობაში 2000-მდე A კატეგორიის ლიცენზიანტი ტაქსის მძღოლი გადაადგილდებოდა დედაქალაქში. დღეის მდგომარეობით, 9000-მდე A კატეგორიის ტაქსი მოძრაობს ქალაქში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. ჩვენთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ამ რეფორმის ყველა ეტაპი და ეს ეტაპები უკავშირდება როგორც უსაფრთხოებას, ასევე მომსახურების ხარისხს, ტაქსის ბაზარზე სტაბილური ეკონომიკური პირობების შექმნას და ვიზუალური სტანდარტის გაუმჯობესებას“, – აღნიშნა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები