LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი საკუთარ მუსიკალურ გადაცემას „ტვ პირველზე“ გაუძღვება

354
merabsefashvili2021

მერაბ სეფაშვილი „ტვ პირველზე“ მუსიკალურ პროექტს ამზადებს. ამის შესახებ არხის შუადღის გადაცემაში თავად ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკური გადაცემების გარდა, არხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური გადაცემები.

მერაბ სეფაშვილი:

ზოგადად, ადამიანები ფიქრობენ, რა გემღერება, როცა ასეთი სიტუაციააო, მაგრამ მედალს მეორე მხარე აქვს. პირიქით, უნდა გემღერებოდეს, ეძებდე იმას, რაც გაგართობს და პრობლემებს დაგავიწყებს. ასეა სწორედ ასეთი პროექტები, უამრავია, თუმცა შევეცდებით, რომ ჩვენი საუკეთესო იყოს. საავტორო პროექტი არის იმისთვის, რომ გამოხატო შენი დამოკიდებულება ძველი თუ ახალი თაობის მიმართ, უნდა იყოს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ხალხისთვის. ერთია, რომ უნდა გავერთოთ და რაღაც გავიგოთ და მეორე ის, რომ ხაზი გავუსვათ იმ ადამიანების ღვაწლს, რომელმაც ამ სფეროში ბევრი რამ გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები