LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა: „ყველაზე დიდი საჩუქარი ჩემთვის ისაა, რომ მეგობრებმა ჩამომაკითხეს უცხოეთიდან…“

573
merabsefashvili

დღეს, 15 ოქტომბერს, შესანიშნავი ქართველი მომღერალი, მერაბ სეფაშვილი იუბილარია. მას 60 წელი შეუსრულდა. მერაბი ამ დღეს გრანდიოზულ კონცერტს გეგმავდა, თუმცა, სამწუხაროდ, კორონავირუსის პანდემიის გამო, საიუბილეოდ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.

მერაბ სეფაშვილი:

„როგორია 60 წლის იუბილე? ჯერჯერობით, ვერაფერს განსხვავებულს ვერ ვგრძნობ, თუმცა ის ვიცი, რომ ციფრი ხუთი ექვსით შეიცვალა (იცინის). ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის არის, რომ ჩემმა მეგობრებმა ჩამომაკითხეს უცხოეთიდან, ასე რომ, რაც შეეხება აღნიშვნას, ალბათ, მცირე წრეში აღნიშვნის გარეშე ვერ გამოვა ეს ამბავი, შედეგებსაც შეგატყობინებთ მოგვიანებით (იცინის). მინდოდა, საიუბილეოდ განსხვავებული კონცერტი გამეკეტებინა, მაგრამ მცირე აუდიტორიისთვის არ გამოვიდოდა, ამიტომაც გადავდეთ სამომავლოდ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები