LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძემ BBC-ის სერიალში მაფიის ბოსის გამორჩეული სახე შექმნა

393

სოციალური ქსელის მომხმარებელი ქართლოს თეთრაული, ქართველი მსახიობის, მერაბ ნინიძის როლზე წერს.

როგორც ის ამბობს, ნინიძემ McMafia-ში შეძლო მაფიის ბოსის გამორჩეული სახე შექმნა.

“ბოლო წუთამდე მეგონა, რომ აუკანკალდებოდა ხელი გოდმანს, მაგრამ მაინც გაიმეტა ამ “პადლეცმა” და მერვე სერიაში “გამოთიშა” “McMafia”-დან.

სერიოზულად კი.. მერაბ ნინიძემ მოახერხა BBC-ის სერიალში შეექმნა მაფიის ბოსის გამორჩეული სახე.

ბრავო Merab Ninidze მერაბ ნინიძე!.”, – წერს ქართლოს თეთრაული.

ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძე BBC-ის სერიალში McMafia-ში,

მთავარ როლს ასრულებს.

სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიას მოგვითხრობს. ინგლისში გაზრდილი რუსული მაფიოზური ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს. თუმცა წარსულისგან თავის დაღწევას ტრაგიკული შემთხვევა არ აცდის, რომელიც მას კრიმინალურ სამყაროში დაბრუნებისა და საყვარელი ადამიანების დაცვისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ სერიალს ქართულ კინოპორტალებზეც კარგი გამოხმაურება აქვს და ქართველი მომხმარებლები მერაბს განსაკუთრებულად აქებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები