LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე კანის კინოფესტივალზეა წარდგენილი: ქართველები კანში

272

დღეს, ქართველი რეჟისორები საკმაოდ ხშირად და წარმატებით სტუმრობენ საერთაშორისო ფესტივალებს, თუმცა, პიონერები მაინც უფროსი თაობის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც მართალია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, მაგრამ მაინც პირველებმა გააცნეს მსოფლიოს ქართული კინო, როცა 1956 წელს, ჯერ რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯა” გახდა კანის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი, ორი წლის შემდეგ ოქროს „პალმის რტო“ მოიპოვა მიხეილ კალატოზიშვილის ფილმმა “წეროები მიფრინავენ”, 1987 წელს კი, თენგიზ აბულაძის “მონანიებამ” მიიღო ფესტივალის გრან-პრი და ფიპრესის პრიზი.

სასიამოვნო სიურპრიზი ელის ქართველ მაყურებელს წელსაც –
უნგრელი რეჟისორის კორნელ მუნდრუცოს ფილმი “იუპიტერის მთვარე” ახალგაზრდა ემიგრანტზე, რომელშიც მთავარ როლს მერაბ ნინიძე ასრულებს, ძირითად საკონკურსო პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები