LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე „Homeland“-ში – პირველი კადრები (ვიდეო)

1067

პოპულარულ სერიალში „სამშობლო/Homeland“, რომლის მეშვიდე სეზონი სწორედ ახლა უახლოვდება დასასრულს, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე გამოჩნდა. ინფორმაცია ამის შესახებ მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მსახიობი „სამშობლოს“ პროდიუსერებს „მაკმაფიაში“ უანხავთ, სადაც რუსი მაფიის წევრის როლს ასრულებს და რუსი გენერლის როლი შესთავაზეს, რაზეც ქართველი მსახიობი დათანხმდა.

მერაბ ნინიძე მეშვიდე სეზონის მე-11 სერიაშ გამოჩნდა. კერი მეტისონი და სოლ ბერენსონი მოსკოვში ჩადიან იმის გასარკვევად, როგორ დაგეგმა რუსეთის სპეცსამსახურებმა ამერიკის პრეზიდენტის საწინააღმდეგო სცენარი.

შეგახსენებთ, რომ „სამშობლო“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალია და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახლავთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები