LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს

2039
MV5BMTA5MTQwMzQ0MDJeQTJeQWpwZ15BbWU4MDkxODk2MzIy

მერაბ ნინიძე Homeland-ის ფინალურ სეზონში ითამაშებს. ამის შესახებ თავად მსახიობმა “იმედის დილაში” განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ ნინიძე, რომელიც რუსი დაზვერვის მაღალჩინოსნის – მიროვის როლს ასრულებს, სერიალის მეშვიდე სეზონის რამდენიმე სერიაში უკვე მონაწილეობდა.

მსახიობმა ბენედიქტ კამბერბაჩისთან გადაღების პროცესი გაიხსენა.

“პირველი დღე იყო უცნაური, მაინც გეხამუშება, შემდეგ იმდენად ჩვეულებრივი , უკომპლექსო, თან მარტივი და კომფორტულია, ისე რომ ყურადღებას ამით არ იქცევს. მეორე დღეს უკვე გავიწყდება, ვინ რამხელა სთარია და ეს არის ყველაზე კარგი, რადგან ის გისმენს და სწავლობს შენგან და პირიქით.

პროცესი იყო ძალიან საინტერესო, მთელი როლი მომიწია ინგლისურად თამაში, რაც იყო ჩემთვის ახალი გამოწვევა, რადგან ჯაშუშს ვთამაშობდი უნდა მომეძებნა კიდევ რაღაც თვისებები და მოკლედ, ამას ყველაფერს ამთლიანებს კარგი რეჟისორი“- თქვა მერაბ ნინიძემ

მისივე თქმით, ყველაზე მეტად შვილების შეფასებას ელოდება და აინტერესებს.

“ჩემი შვილების ისე მეშინია ხანდახან, ძალიან პირდაპირები და კრიტიკულები არიან , თუმცა მაქებენ ხოლმე. თვითონ მე ძალიან კრიტიკული ვარ, მიჭირს ჩემი რაღაცების ყურება, წლები უნდა გავიდეს, დავუბრუნდე და ობიექტურად შევაფასო. მიუხედავად იმისა, რომ ამდენს ვმუშაობ ამ სფეროში, ობიექტურობა მაინც არ მყოფნის და სულ მგონია, რომ პირველია ის, რასაც ვაკეთებ”- ამბობს მერაბ ნინიძე.

შეგახსენებთ, რომ „სამშობლო“ ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ამერიკული სერიალია და უამრავი ჯილდოს მფლობელი გახლავთ. მის მერვე, ბოლო სეზონს 2019 წლის ბოლოსკენ ელოდებიან. გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

https://www.facebook.com/imedisdila.ge/videos/342231619823666/?__xts__[0]=68.ARBP7dmiH5fwpTpal-1Iby1e80qHK2kmqzN6zht-eQUUf3FWve9fwIpgWa7zeV5L2smAoL48kiYe95-sN2UQ3aa93EoNI6gZllkoLmdJtLvUx64IL4ulQqmxKJUVc9hKHA8RfZokNAkzQf64Mbt2_cXkXnVh8C5mBuc5kW5Qa3vbMX57j07y2NGFfKeKrvll8TLvXnjlQC9qv-Kl7uos8NPSPJKgTYH6IaWjzrcgZJrdYdOszBTbRk5W-cPSRJmWOSVHvM9ZH4vpl_P0r5RElKg1KBSrXavJ-7f-rIslSshtB-g2uVTVIr3Kl7e4qOVBFQ3obzCe-xQS2K2y7DS5ytL4CWEY&__tn__=H-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები