LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკა ტრამპს პასუხობს: აშენდება თუ არა ქვეყნებს შორის კედელი?

79

მექსიკის მთავრობა არ აპირებს აშშ-ს საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას, როგორც ამას აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ განცხადებას მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მექსიკის მთავრობა ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩვენი ქვეყანა არავითარ შემთხვევაში არ დააფინანსებს კედლის ან სხვა ფიზიკური ბარიერის მშენებლობას აშშ-ს საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია მექსიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

გუშინ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა ის ქვეყანა, სადაც კრიმინალის დონე ძალიან მაღალია და შესაბამისათ,  მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობაა საჭირო.

შეგახსენებთ, მექსიკასთან საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობა დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. ჯერ კიდევ 25 იანვარს, ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას კედლის მშენებლობის თაობაზე. დონალდ ტრამპს არაერთხელ განუცხადებია, რომ კედლის მშენებლობა მექსიკამ უნდა დააფინანსოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები