LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”მექსი”-მ შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღო

388

ტანსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია ”მექსი საქართველო” მომხმარებელს განახლებულ კოლექციას სთავაზობს. მაღაზიაში რამდენიმე დღეა შემოდგომა-ზამთრის 2016-2017 წლების კოლექცია მიიღეს.

როგორც ”ფორტუნას” ”მექსიში” განუცხადეს,  ახალ კოლექციაში დომინანტი ფერები- შავი, რუხი, ბორდოსფერი, თეთრი და ყვითელია, მოდელების რაოდენობა კი 1500-მდეა.

”რაც შეეხება წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულებას,  ჰოლანდიურმა ბრენდმა ”მექსი” ფასების ახალი სტრატეგია შეიმუშავა. სტრატეგიის მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით ”მექსის” პროდუქცია იაფდება, თუმცა ხარისხი ისევ უცვლელი რჩება. ბრენდის სამოსი უმაღლესი ხარისხის მასალით იკერება”, – განმარტეს ”მექსი საქართველოში”.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მაღაზიაში 70%-იანი ფასდაკლებაც მიმდინარეობს. აქცია ვრცელდება 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის მორჩენილ სამოსსა და აქსესუარებზე.

ცნობისთვის, ჰოლანდიური ბრენდი ”მექსი” საქართველოში 2005 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ერთ ფილიალს, თბილისში, პეკინის ქუჩაზე ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები