LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმეა, ახალ შტამს სხვა ტემპი და სირთულეები აქვს: ეკატერინე ტიკარაძე

242
206626-cover-b
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ახალ შტამს, როგორც უკვე მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, აქვს სხვა ტემპი და სირთულეები აქვს.
მისივე განმარტებით, აქედან გამომდინარე, ინფექციის გავრცელება ტემპი განასხვავებს მეოთხე ტალღას მეორე ტალღისგან.
„მესამე ტალღა შედარებით ადვილად გავიარეთ, თუმცა მეოთხე ტალღა გაცილებით მძიმე და რთულია, რაც მოსალოდნელი იყო, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებშიც დავაკვირდით, თუ რამდენად სწრაფი გავრცელება ჰქონდა დელტა შტამს. ეს არის სწორედ ის მთავარი მიზეზი, რის გამოც დღეს ამ რთულ პროცესში ვიმყოფებით“, – განაცხადა ტიკარაძემ.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.დღე-ღამეში კორონავირუსის 5 697 ახალი შემთვევა გამოვლინდა. ვირუსს რეკორდულად მაღალი –  54 პაციენტი ემსხვერპლა.
ყველაზე ბევრი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა, დედაქალაქში 2 600 ინფიცირებულია. რაოდენობით მე-2 ადგილზეა აჭარა – 678 ინფიცირებული და იმერეთი, აქ 649 ადამიანია ინფიცირებული.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები