LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეორე ტალღას მსოფლიო ბევრად მარტივად გაუმკლავდება – ალექსანდრე გოგინავა

156
6705-0505-2

“მეორე ტალღას ჩემი ვარაუდით, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდის არის მოსალოდნელი მეორე ტალღა დაზუსტებით არავინ იცის.

„კორონავირუსის მეორე ტალღა შეიძლება იყოს რამდენიმე თვეში ან ერთი წლის შემდეგ, ეს ზუსტად არავინ იცის. ჩვენ ექიმებმა, ეპიდემიოლოგებმა, ჯანდაცვის სისტემამ, უკვე მეტ-ნაკლებად ეს ვირუსი და მისი ბუნება შევისწავლეთ. ამიტომ მეორე ტალღისთვის ბევრად უფრო მზად ვიქნებით, თუნდაც ვაქცინის გარეშე. მაქვს განცდა, რომ რაც არ უნდა ძლიერი იყოს მეორე ტალღა, მსოფლიო ბევრად უფრო მარტივად გაუმკლავდება“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 526 პირი უკვე გამოჯანმრთელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები