LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა: ევროკავშირი

107
ევროკავშირის დროშა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ, პოლიტიკური პოლარიზაცია უფრო მეტად გაღრმავდა,” – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრეს-სპიკერის მიერ გავრცელბულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეა საუბარი. 

ამავე განცხადების თანახმად, გადამწყვეტია, ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის.

„საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკანორ მელიას დაპატიმრების შემდეგ პოლიტიკური პოლარიზაცია, სამწუხაროდ, უფრო მეტად გაღრმავდა. ეს პოლარიზაცია საქართველოს დემოკრატიისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, გააძლიერონ სიტუაციის დეესკალაციაზე მიმართული ძალისხმევა და საერთო ენა გამონახონ.” -ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირს მოლოდინი აქვს, რომ მმართველი ძალა და მთავრობა უზრუნველყოფენ ქვეყნის ინკლუზიურ ხელმძღვანელობას და საქართველოს ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე დააყენებენ. დალავლელი პარტნიორები ასევე მიიჩნევენ, რომ უმნიშვნელოვანესია სასამართლო სისტემა იყოს სამართლიანი, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ მხრივ ევროკავშირი დიდი ყურადღებით გააგრძელებს მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებას.

“გადამწყვეტია, რომ ოპოზიციამ კონსტრუქციული როლი შეასრულოს, პარლამენტში შესვლის ჩათვლით, საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უფრო მეტად განმტკიცებისთვის და ქვეყნის რეფორმატორული მომავლის ფორმირების მხარდაჭერისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა, როდესაც ყველა მხარე თავს იკავებს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისაგან, ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი და მოქალაქეების ნდობით აღჭურვილი სასამართლო სისტემა არის წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირთან პარტნიორობა უფრო მეტად გააღრმავოს ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, ევროკავშირი მზად არის განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ამ ძალისხმევაში“,-აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულალურები