LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია ჩემში ემპათიურ გრძნობებს იწვევს, ამბობდა, ვერავინ დამაკავებსო, მერე თქვა, ვერავინ გამომიყვანსო და ახლა რაღაც შუალედურს ამბობს – ოპოზიცია ამით ვერაფერს იგებს

46
ალუდა მელია

ამნისტიის 2 კანონპროექტი და კონკრეტული ჩანაწერის სადავო დეტალები – რა ბედი ელის კანონპროექტს პარლამენტში განხილვის შემდეგ?

ამნისტიის კანონპროექტის გარშემო შექმნილი პრობლემა ხელოვნურია და რეალურად არ არსებობს, აცხადებს პარლამენტში დაინიცირებული ორი ამნისტის კანონპროეტის კომენტირებისას  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი  ალუდა ღუდუშაური.

როგორც „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ უმრავლსობის წევრმა განაცხადა, საბოლოდ მაინც „ქართული ოცნების“ კანონპროექტი გაიმარჯვებს, რადგან ის ზუსტად ასახავს შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაწერილ მოთხოვნებს, რომელიც როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს.

„ ამნისტიის კანონპროექტის შესახებ ატეხილ პრობლემა, ჭიქაში ქარიშხლის ატეხვის მცდელობას ჰგავს. ოპოზიცია აცხადებს, რომ შოკში არიან და გულყრა აქვთ, ამბობენ,რომ სამართლებრივად აბსურდთან გვაქვს საქმე „ქართული ოცნების“ მიერ დაინიცირებულ კანონთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ სასამართლოს უფლება არის გარანტირებული კონსტიტუციით და საერთაშორისო შეთანხმებით. თუ არ სურთ საუბარი, რომ მელიას რომ არ შეეხოს ამნისტია და გააგრძელოს დავა, იდავოს, რა პრობლემაა. ვერ ვხვდებით უბრალოდ“. – ამბობს ღუდუშაური.

მისი თქმით, ოპოზიციის საქციელი კომიკურ თამაშს ემსგავსება.

„როდესაც ბატონი მელია რამდენიმე ხნის უკან ამბობდა, რომ ვერავინ გადაიხდიდა გირაოს მისი თანხმობის გარეშე და დღეს როდესაც იძახიან, რომ დიახ, გირაოს გადახდა შესაძლებელი ყოფილა მისი თანხმობის გარეშე, ეს ხომ ბავშვური და კომიკური თამაშია, რომელიც უნდა დაასრულონ.

ბატონი მელია ადამიანურად ჩემში და ალბათ საზოგადოებაშიც ემპათიურ გრძნობას იწვევს. მაშინ როდესაც ვხედავთ, რომ მელია არის სააკაშვილის ტყვე და მისი მოქმედებით და მისი კარნახით დღეს ბატონი მელია ჩავარდა საკმაოდ კომიკურ და დასაცინ მდგომარეობაში. ამ ყველაფერს ბატონი მელია უნდა უმადლოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტობრივ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს. მისი მითითებით ხდებოდა ის, რომ იძახდა, რომ ვერავინ დამაკავებსო, მერე ამბობდა, ვერავინ გამომიყვანსო და ახლა რაღაც შუალედურს ამბობს“. – განმარტავს ღუდუშაური ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეუქცევადია.

„საქართველოში დემოკრატიული პროცესები არ შეფერხდება. მინდა ყველა გავაწბილო, ვისაც ამის იმედი აქვს. ამის დრო დამთავრებულია.

რას მოიგებს ოპოზიცია?

ოპოზიცია ვერაფერს ვერ იგებს. ასეთი გაუაზრებელი და სააკაშვილის თამაშში შესვლა მათ პოლიტიკურად ფსკერისკენ წაიყვანს.

ჩვენ როდესაც ხელი მოვაწერეთ შარლ მიშელის  დოკუმენტს, ავიღეთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რომ მივიღებდით ამნისტიის კანონს.  დოკუმენტები საჯაროა, ავიღოთ და შევადაროთ „ქართულმა ოცნებამ“ რა კანონპროექტი დააინიცირა.

ჩვენ ამ ამნისტიას მივიღებთ და ოპოზიციას ვურჩევ, რომ დაანებოს სააკაშვილის თამაშში შესლას თავი და თამამი ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინსვლისა და ერთიანობისათვის“. – აცხადებს ღუდუშაური „კვირის თემასთან“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები