LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელე-ლასდილის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

65
FORTUNA.GE- (3)

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს.

ამ დროისთვის, სავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება:

?  ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-157 კმ-ის მელე-ლასდილის მონაკვეთს, სადაც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

?  ამავე გზის 89-125 კმ-ზე, ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

?  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ასევე, თავისუფალია საავტომობილო გზის 1-89 კმ-ზე, წყალტუბოს გადასახვევი-ლენტეხის მონაკვეთზე.

? ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის ფარავანის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია.

 

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია