LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის რედაქტორობით „ვოგის“ ნომერი გამოქვეყნდა (ფოტო)

148
vogue-change-megan-markl

ჯერ კიდევ ივნისში ცნობილი გახდა, რომ მეგან მარკლი „ვოგის“ სექტემბრის ნომრის მოწვეული რედაქტორი ხდებოდა. აქვე ითქვა, რომ სასექსის ჰერცოგინია ჟურნალისთვის ბლოგსაც დაწერდა, სადაც ქალთა უფლებებზე ისაუბრებდა.

გუშინ კი „ვოგმა“ სოციალურ ქსელში სექტემბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომლის რედაქტორი მეგან მარკლია. გარეკანზე 15 ქალი მოხვდა, რომლებიც პირადად მეგანმა შეარჩია. მათ შორის არიან მოდელები, ადვოა აბოა და კრისტინ ტარლინგტონი, აქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი, მსახიობები სელმა ჰაიეკი, ჯეინ ფონდა და სხვები. გარეკანის ფოტოზე ერთქ ადგილი ცარიელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა აქვს აქვს მასზე მოხვედრის შესაძლებლობა. ამით მარკლიმ აქცენტი ძლიერ ქალებზე გააკეთა. აქვე ცნობილია, რომ ნომერში მიშელ ობამას ინტერვიუ იქნება, რომელიც პირადად მარკლიმ ჩაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები